28 ნოემბერს, დასრულდა კომპანია „სოკარის“ რეგიონალური თასის გათამაშება ფეხბურთში, რომელიც თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, ლანჩხუთის „გურიის“, ფოთის „კოლხეთისა“ და ხობის „კოლხეთის“ ყოფილი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის ენუქი თევზაძის ხსოვნას მიეძღვნა. საფეხბურთო ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა. დაძაბული შეხვედრების შემდეგ გამოვლინდნენ პრიზიორები და ჩემპიონები. მესამე ადგილი აბაშის „ზანამ“ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა მარტვილის საფეხბურთო სკოლის ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო პირველი ადგილი მოიპოვა და ენუქი თევზაძის სახელობის პირველობის გამარჯვებული გახდა წალენჯიხის ფეხბურთელთა გუნდი. ტურნირზე დაწესებული იყო პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებს გადაეცათ. ტურნირს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო კვარაცხელია.