12 სექტემბერს, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა, 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში.
ტურნირის გამარჯვებული ქ. ხობის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გამოღმა ქარიატა, ანგარიშით 3-1 დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.