26 ოქტომბერს ხობის კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის. ტურნირში 40 ახალგაზრდა სპორტსმენი 9 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულებსა და პრიზიორ მკლავჭიდელებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.
შეჯიბრი კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.