29 აგვისტოს, ხობში საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასისგათამაშება ფეხბურთში.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ფოთის “კოლხეთის“-სა და ზუგდიდის „ბაიას“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ზუგდიდის „ბაიამ“ გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა ფოთის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, ხოლო მესამე ადგილი „ხონის სასპორტო სკოლის“ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტი გოჩა ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ოჯახის წევრებთან და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდჭერით ჩატარდა.