29 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ფინალური შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთს მწვრთნელთა შემადგენლობისაგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“-სა ფოთის „კოლხეთი“- ს ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, პენალტების სერიაში კი ხობის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდმა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილი და შესაბამისად ნუტის სახელობის თასის მფლობელი გახდა. მეორე ადგილზე გავიდა ფოთის „კოლხეთის“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი, მესამე ადგილი კი ბათუმის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა. ტურნირი საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი“ სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით წარიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები: ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს ხელმძღვანელი პაატა ბერაია, მწვრთნელებთან და ოჯახის ახლობლებთან ერთად ესწრებოდნენ.