ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში დასრულდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის, ნუგზარ წურწუმიასხსოვნისადმი მიძღვნილმა რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში.
მემორიალური ტურნირში, საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის 125 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა, ტურნირის გამარჯვებულ ნორჩ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ნუგზარის მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.