29 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის და ბათუმის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები. გამარჯვება ხობის ბავშვთა გუნდმა მოიპოვა და შესაბამისად ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის მფლობელი გახდა. სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.