29 აგვისტოს, ხობში, პაატა თათარიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და ხობის "კოლხეთი" შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში გამარჯვება ფოთელმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს და ნუტის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ.
ტურნირის ფინალურ მატჩს და
დაჯილდოების ცერემონიალს, ხობის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნუტის ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირი საფეხბურთო კლუბი ხობის ,,კოლხეთისა“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.