ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული „ლიბერთი ბანკის“ გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი შპს „იდეაინდუსტრიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე კომპანია „სოკარის“ გუნდი გავიდა.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.