4 ოქტომბერს დასრულდა ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპულ პოლიციელის რამაზ კიტიას ხსნოვას მიეძღვნა. ტურნირის ფინალი გაიმართა სოფელ ხიბულაში, მისივე სახელობის სტადიონზე.
გამარჯვებული გუნდი, რომელიც დაეუფლა რამაზ კიტიას სახელობის თასს, გახდა ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის გუნდი, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ კომპანია „ჯი-პი-ერ“-ი და საფეხბურთო სკოლა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ საპატიო სიგელები.
ტურნირის ფინალურ მატჩს რამაზ კიტიას მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.