დასრულდა ღვაწლმოსილი პედაგოგის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, აკაკი (კაკო) ზარანდიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში.
ტურნირი შვიდ ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს; 7, 8, 10, 11 და 18 წლამდე ასაკის გოგონებმა და ჭაბუკებმა.
გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ბუკია ესწრებოდნენ. სტუმრებმა თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს ბავშვები და მომავალი წარმატებები უსურვეს მათ.
ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.