დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაც ლევან ტურავას სახელობის რიგით მეჩვიდმეტე გათამაშება მინი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ლარჩვას” და „ხამისკურის“ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება „ლარჩვას“ გუნდმა მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.