29 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტების ჩართულობით დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ხობის მუნიციპალიტეტიც. საკრებულოს, გამგეობის, ადმინისტრაციული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად აქციის ფარგლებში ქალაქის და ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორია დაასუფთავეს. ტერიტორია გაიწმინდა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან, ჩამოიხსნა შენობებზე, სკვერებში, ბოძებსა თუ სხვა ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატები. ასევე მოწესრიგდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.