10 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირში ქალაქ ხობის, გურიფულის, ახალსოფლის, ნოჯიხევის, ხეთის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი კობა თუთბერიძე ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები, 16 თებერვალს გაიმართება.