16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, გაიმართა 2008 წლის აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის ტრადიციული - რიგით მე-7 საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა ხეთისა და ახალსოფლის საფეხბურთო გუნდებს შორის, სადაც გაიმარჯვა ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა 4:0.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და სიგელები, ხოლო დათა ხურცილავას ოჯახის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გამარჯვებულებს გადასცა დაჩი ხურცილავამ.