16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ფინალში ხეთის “ხეთამ” ქალაქ ხობის გუნდი, ანგარიშით 3-2 დაამარცხა და მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა. ხოლო, მესამე ადგილი ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
საფეხბურთო პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა