16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე დასრულდა აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში.
სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ქარდავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილეები რევაზ ზაქარაია და მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. საფეხბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხობისა და ნოჯიხევის გუნდები შეხვდენენ, ტურნირის გამარჯვებული ხობის ფეხბურთელთა გუნდი გახდა .
სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.