10 თებერვალს ქ. ხობში „დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე“ სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეცხრე გათამაშებამ მინი ფეხბურთში.
თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია დათას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ. მინი ფეხბურთის შეჯიბრში რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფში გაერთიანდნენ.
ფინალური მატჩი 16 თებერვალს დათას დაბადების დღეს გაიმართება.