12 თებერვალს ქ. ხობში „დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე“ სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეათე გათამაშებამ მინი ფეხბურთში.ღონისძიების გახსნის ცერემონიას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ. მინი ფეხბურთის შეჯიბრში რვა გუნდი იღებს მონაწილეობას. ფინალური მატჩი 16 თებერვალს დათას დაბადების დღეს გაიმართება.სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.