16 თებერვალს ქ. ხობში „დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე“ დასრულდა 2008 წლის აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის რიგით მერვე გათამაშება მინი ფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სოფელ ხეთისა და ხობის ცენტრის გუნდები შეხვდნენ. საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა თამაში, საბოლოოდ კი გამარჯვება სოფელ ხეთის ფეხბურთელთა გუნდმა მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ ესწრებოდნენ.