16 თებერვალს დასრულდა 2008 წელს, ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინიფეხბურთში, რომელშიც ქალაქის 8 უბნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „საძმოსა“ და „გურიფულის“ ნაკრები გუნდები, დაძაბული თამაში „საძმოს“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა და შესაბამისად გამარჯვებულიც და დათა ხურცილავას სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი გუნდი ,,საძმო“ გახდა. მეორე ადგილზე გუნდი „გურიფული“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გუნდა „მერცხალმა“ მოიპოვა.
ტურნირზე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საუკეთესო მოთამაშეები: საუკეთესო მეკარე - ირაკლი საბეკია (საძმო), საუკეთესო მცველი - ვლადიმერ ჭანტურია (საძმო), საუკეთესო ნახევარმცველი - ირაკლი სახურია (გურიფული), საუკეთესო ნახევარმცველი დიმა თოდუა (ჭყონდიდელი), საუკეთესო ბომბარდირი - გიგლა ზაქარაია (მერცხალი), საუკეთესო ფეხბურთელი - ზურაბ ლატარია (გურიფული). გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მოთამაშეები სამახსოვრო პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის დახურვის ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.