დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებისთვის რეგისტრაცია 1 აპრილიდან დაიწყო. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გააქტიურდა დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც იწყება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა. კერძოდ, მოქალაქეს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge განთავსებული ელექტრონული დეკლარაციის შევსება მოუწევს,პირადი ნომრისა და საკუთარი საბანკო რეკვიზიტის მითითების შემდეგ იქვე მიიღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ კი მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაერიცხება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.