1 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში შეხვედრა-ტრენინგი მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის“ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის და შპს „ხობი განათება და დასუფთავების“ თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (კერძოდ ქიმიკატები, ქლორი) ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრაზე, ასევე, დეტალურად განიხილეს ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები.