30 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია კონსორციუმი.
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათ ზემოქმედებაზე; ნარჩენების მართვა საქართველოში და ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილებაზე მსმენელებს ესაუბრნენ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, გარემოს მონიტორინგის ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ნარჩენების მართვის ექსპერტი ხათუნა ჩიკვილაძე.
რეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები.