24 მარტს, ქ. ქუთაისში საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხზე დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ, შეხვედრას ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია უძღვებოდა, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების პროექტების მომზადება, რაც სამომავლოდ გააიოლებს მუნიციპალიტეტების საქმიანობას და უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის თვითმმართველობის საქმიანობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელების მხრიდან დასმული პრობლემური საკითხების შესწავლას და პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანა.