3 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 109 წლის ქალბატონს, თამარ ჯალაღონიას და ხობის ჰოსპიტალში, ახალშობილთა დედებს, დედის დღე მიულოცეს, ყვავილები და საჩუქრები გადასცეს.