4 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა, ბავშვები სხვადასხვა მუსიკალური ნომრებითა და ლექსებით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.