ური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების საქმეში. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებთან გვქონდეს მჭიდრო კავშირი, მათთან ერთად განვიხილოთ ხობის განვითარებისათვის აუცილებელი საკითხები და ერთობლივად განვსაზღვროთ მათი განხორციელების გზები“ - აღნიშნა დეპუტატმა. ირაკლი ბერაიას თქმით, ქალაქ ხობში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - „ჭადრების“ ხეივანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადაც ახალგაზრდებს, კომფორტულ გარემოში დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ერთობლივი პროექტის - „სტუდენტური თვითმმართველობისთვის“ გამარჯვებულები გახდა სტუდენტური გუნდი, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბაჟოს პრიორიტეტული პრობლემის გადაჭრის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი შეიმუშავა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ფინანსური მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის გერმანიისა და პოლონეთის ქალაქებში მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური. ხოლო, ანრი შენგელიამ „მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში“ გაიმარჯვა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს დაფინანსებით ერთი წლით, სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრება.