ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშება დასრულდა, რომელშიც ათამდე ქვეყნის: საფრანგეთის, ესპანეთის, ისრაელის, ბრაზილიის, ერაყის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და საქართველოს 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირის ჩემპიონი 8 წლამდე გოგონათა შორის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის აღსაზრდელი დიანა ლომაია გახდა, ხოლო 8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის 5,5 ქულით ტურნირის IV ადგილის მფლობელი გახდა 7 წლის თეიმურაზ კვიკვინია. ჭადრაკის ჯგუფის მწვრთნელ-მასწავლებელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, ფიდეს არბიტრი - ირაკლი გეთია დასახელდა ტურნირის სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის.
გამარჯვებულები და მწვრთნელ-მასწავლებელი თასით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.