ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სამეგრელო-ზემო სავნეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მასშტაბით არსებული სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს ზუგდიდში შეხვდნენ.
დავით სერგეენკო მედპერსონალს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებზე ესაუბრა. მინისტრმა შეკრებილების კითხვებსაც უპასუხა და მათგან სხვადასხვა საკითხებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.