სლოვაკეთის ქალაქ სნინაში ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ნორჩმა მოჭიდავემ ჯონი ხეცურიანმა (50 კგ ) (მწვრთნელ-მასწავლებლები: ალმასხან ხუნჯუა, ზვიად ჭითაშვილი) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ჭაბუკ მოჭიდავეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებზე.