საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 ივლისის N154/ნ ბრძანებით, სსიპ ძველი ხიბულის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, სადაც განხილული იყო პედაგოგიური კოლექტივისა და მშობელთა კომიტეტის ინიციატივა, სსიპ ხობისმუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ. რაზედაც საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა განკარგულება „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სახელდებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს ოქმი და საკრებულოს განკარგულება სამეურვეო საბჭოს მიერ წარედგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. რაც სამინისტროს მხრიდან დადებითად გადაწყდა.