დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დაე, სიკეთით, ბედნიერებით, ბარაქით, კეთილდღეობით, ქვეყნის ერთიანობით დაგვბედებოდეს ახალი-2024 წლის შემობრძანება.
ტრადიციულად, ყოველი ადამიანი, უკეთესობის მოლოდინით და სურვილების ასრულების იმედებით ხვდება ამ დღესასწაულს. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, თანადგომით, სიყვარულით, დაუღალავი შრომით აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს, აუცილებლად დაგვიდგება უკეთესი ცხოვრების დრო და ვიცხოვრებთ წარმატებულ,ღირსეულ ქვეყანაში, სადაც უფრო და უფრო დაფასებული იქნება თითოეული ადამიანი, გარანტირებული იქნება ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერების და განვითრების ყველა პირობა. აქვე მინდა მოგილოცოთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის საკითხებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევის, განხორციელებული მდგრადი რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტენსიური, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად იქნა მიღწეული.
ჩვენი საერთო ეროვნული მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ქართული ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებითა და საერთო ევროპული ფასეულობების, პრინციპების დაცვით, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ასეთი იყო და არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ნება: თავისუფალ, დემოკრატიულ, განვითარებულ, ევროპულ სამყაროში ჩვენი კუთვნილი, ღირსეული ადგილის დამკვიდრებისა და თანაცხოვრებისათვის.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი წელი ემიგრაციაში მყოფ ხობელებს, ვუსურვო მათ კეთილდღეობა, წინსვლა და მშობლიურ კერაში მალე დაბრუნება.
დაე, მოგვეცეს უფლის მადლი და იმედი, რომ კიდევ უფრო სასიკეთო, წარმატებული იქნეს ჩვენი ქვეყნისა და ხობელებისათვის დამდეგი 2024 წელი!
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით,
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე