18 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მოისმინა მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში, სამსახურის ხელმძღვანელმა ანტონ ვარდიამ, შპს “ხობი დასუფთავება და განათების” დირექტორმა რევაზ წულაიამ და შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების“ დირექტორმა ზაზა ნარსიამ ისაუბრეს 2022 წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე.
მერიის ეკონომიკურიგანვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ შეფასდა დადებითად.