20 მაისს, კლინიკა „მკურნალში“, აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ჰიპერტენზიის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი წნევის, როგორც სისხლძარღვოვანი გართულებების ძირითადი რისკ-ფაქტორის შესახებ უფასო კონსულტაციას გაუწევენ.
აქციის მიზანი არტერიული ჰიპერტენზიის-მაღალი არტერიული წნევის ადრეული გამოვლენა და ამ კლინიკური მდგომარეობის გართულებების თავიდან აცილებაა.
დაინტერესებულ პირებს უფასო მომსახურების მიღება კლინიკა მკურნალში, 13 საათიდან შეეძლებათ.
მისამართი: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N193.