18 მაისს, ხობის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით ,,ქართული სამოსი“, სადაც ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ეროვნული სამოსის დღე უკვე მეშვიდე წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება და მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.