4 ოქტომბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მე-6 და მე-7 კლასელ მოსწავლეთა გუნდები.
თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. „ეტალონი“ -ს გამარჯვებული პატარა ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი გახდა, მეორე ადგილი საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე შუა ხორგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი გავიდა.
ინტელექტუალურ კონკურსს,გულშემატკივრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება შპს „ეტალონი-მედიას“, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით გაიმართა.