ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა და სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი გიორგი ცხვიტავა უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
სემინარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებთან ერთად ესწრებოდნენ.