ხობის ცენტრალურ პარკში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართა ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ნარდში.
კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და პრიზიორ მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. “ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა.
“ევროპის სპორტის კვირეული“ ადგილობრივი თვითმმართველობისა და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.