ქალაქ ხობში, მერაბ კოსტავას და სტალინის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ეზოებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სამუშაოს, რომლის ღირებულებაც 51409 ლარია, შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.