9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს შინმოუსვლელთა საფლავებზე. საზეიმო შეხვედრაზე ვეტერანებს მიესალმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლი გოჩა ქაჯაია. ადგილობრივ ხელისუფლებას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და წარსული დღეები გაიხსენა საქართველოს ვეტერანთა ხობის რაიონული საბჭოს თავმჯდომარემ ალიოშა ცხადაიამ. დასასრულს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ და გამგებელმა გ.ქაჯაიამ ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით სამამულო ომის ვეტერანებს გადასცეს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო და მისალოცი ბარათები. ამასთანავე ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშერბზე დაერიცხათ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 150 ლარი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 100 ლარი შპს „შავი ზღვის ტერმინალისაგან“.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს და თითოეულ მათგანს უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს.