ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა.
დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალის ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.
კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალში საქართველოს მუნიციპალიტეტების ფოლკლორულიანსამბლები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
,,ჰარიდა'' ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.
ხობის კონკურს-ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილია.