ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულის, ანდრია ფუტკარაძის კონცერტი გაიმართა.
კონცერტს საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, კონკურს-ფესტივალის ჟიურის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურს-ფესტივალი ,,ჰარიდა” ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივითვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტარდება.