ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზეიმების დრო დადგა. თითეული ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მხიარული ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით იწონებდნენ თავს მოწვეული სტუმრების წინაშე და სიყვარულით დაემშვიდობნენ ბაღის ზღაპრულ სამყაროს. მუნიციპალიტეტის მაშტაბით 260 ბაღდამთავრებული ემზადება სკოლაში წასასვლელად. ვულოცავთ ყველა პატარას ამ ლამაზ დღეს და ცხოვრების ახალი ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებთ!