27 მარტს ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ინიციატივით ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან, მშობლებთან და აღსაზრდელებთან ერთად აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია შეუერთდნენ.