ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა, სადაც იმსჯელეს შშმ პირთა ინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია კომისიის წევრებთან, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსთან შოლინა კანკიათან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა.
მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში იმართება, პროექტს საქართველოს არბაითერ-სამატირერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან -განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.