2016 წლის 12-14 თებერვალს ქ. თერჯოლაში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის პრიზიორის მირიან გიორგაძის სახელობის მეშვიდე რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მიწვეული იყო 19 მუნიციპალიტეტის 25 გუნდი, მათ შორის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ჯგუფის ნაკრები გუნდი, ასევე მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის გუნდმა.
წარმატებით იასპარეზეს ხობელმა მონაწილეებმა:
I ადგილის მფლობელი გახდა 46 კგ წონით კატეგორიაში მალხაზ წოწერია;
II ადგილზე გავიდნენ 66 კგ წონით კატეგორიაში შოთა იოსავა და 32 კგ წონით კატეგორიაში დავით გვასალია;
III ადგილს დასჯერდნენ 32 კგ წონით კატეგორიაში მიშიკო ალექსანდრია; 42 კგ წონით კატეგორიაში გიორგი აგუმავა; 47 კგ წონით კატეგორიაში სპარტაკ სერგია; 53 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სოსელია.
მწვრთნელ-მასწავლებლები: ალმასხან ხუნჯუა, ბაკურ ბუკია.