ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება 2017 წლის 31 იანვარს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - საფინანსო სამსახურის უფროსი);
2. „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
4. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის N26 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).