ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2017 წლის 18 აგვისტოს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
3. „სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №14 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი).