ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 30 მაისს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2. „ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 მარტის N5 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი);
4. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (ქირავნობის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი);
5. „პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებული ბიბლიოთეკისთვის ნოე დაფნარელის სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ე. კვიკვინია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი);
6. „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
7. „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 აპრილის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი).